ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

25 ოქტომბერი 2024, 17:54 220 ნახვა

პირველი, ფართომასშტაბიანი მოდერნიზებული არჩევნების, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ცესკო მზად არის-აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში, სადაც დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის დეტალები, რომლებიც ელექტრონულ აპარატებს ეხება. ცესკოს თავმჯდომარემ ისევ შეახსენა მოქალაქეებს რომ აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს, რომ ხმის მიცემა ფარული, არჩევნები კი საერთო საქმეა. დღის განმავლობაში იმუშავებენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბი და მედიაცენტრი.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი