მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია

24 ოქტომბერი 2024, 10:01 213 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ახალი პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს აღწერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას. პორტალი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორებიცაა 2024 წლის აღწერის მიზნები, ამოცანები და გამოყენებული მეთოდოლოგია.

ვებ პლატფორმა ასევე მოიცავს კითხვარებს, აღწერის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვა საკითხებს, ასევე ჩაშენებულია თვითრეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის ბმული, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გააქტიურდება.

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი