ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

24 ოქტომბერი 2024, 11:01 253 ნახვა

ვარძიის ტერასების დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საერთო ბიზნესის განადგურებასა და წილების წართმევაში ადანაშაულებს.  – ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი ნათენაძემ გადაცემა "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" "ვარძიის ტერასების" საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მანამდე, ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში ვაზის ტერასების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა, ამბობს, რომ  2014 წელს დაიწყო მესხური ვაზის ჯიშების აღორძინების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სამცხეში არსებულ ისტორიულ ტერასებზე ძველი ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებას.

ნათენაძის თქმითვე,  მუშაობა წარმატებით დაიწყეს და რამდენიმე ჰექტარზე გაშენდა ვაზის უნიკალური ჯიშები, თუმცა 2021 წელს პარტნიორებმა კომპანიის დირექტორობიდან უმიზეზოდ გადააყენეს, მას შემდეგ კი ვენახები   მიტოვებული და მოუვლელია.

საქმეზე დაწყებულია დავა, საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს ვარძიის ტერასები, სადაც გიორგი ნათენაძე კომპანიის 7%-იანი წილის მფლობელია 2014 წელსაა დაფუძნებული და მისი მეწილეები მამუკა ხაზარაძე (46.5%) და ბადრი ჯაფარიძე (46.5%) არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი