„ენერგო-პრო ჯორჯია“ 26 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

24 ოქტომბერი 2024, 10:04 314 ნახვა
 

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა მუნიციპალიტეტში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე მობილიზებული იქნება ტექნიკაც, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კამპანიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა ენერგომომარაგების მხრივ უმტკივნეულოდ ჩაიაროს, თუმცა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, ელექტროენერგიის შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში