ორი დღე საპარლამენტო არჩევნებამდე

24 ოქტომბერი 2024, 09:58 325 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. აჭარაში პარალელურად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება. წელს არის პირველი არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონულად ტარდება. 

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარაში 317 უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა 95 % ხმას აძლევს ელექტრონულად. მხოლოდ 66 საარჩევნო უბანზე დარჩენილია ხმის მიცემის ტრადიციული მეთოდი.

არჩევნებთან დაკავშირებით, უმაღლესი საარჩევნო კომისია საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. ბიულეტენის შევსების წესი ამჯერად ამომრჩეველს ბათუმის იუსტიციის სახლში გააცნეს.

რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე ერთი ბიულეტენი გადაეცემათ, რომელზეც დატანილი იქნება საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ორ სვეტად. ამომრჩეველმა თითო სვეტში თითო სუბიექტი უნდა აირჩიოს და მის წინ არსებული წრე  გააფერადოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში