აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დიზაინერისა და არქიტექტორის ჯიმსონ გურგენიძის პერსონალური გამოფენა „ რეტროსპექტივა“ გაიხსნა . რეტროსპექტურ გამოფენაზე ავტორმა წარმოადგინა რჩეული ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იყო შემოქმედის პასტელითა და ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტები, ფრესკების პასტელური ესკიზები , არქიტექტურული მაკეტები და განხორციელებული თუ განუხორციელებელი საკულტო თუ სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობათა პროექტები. ჯიმსონ გურგენიძე არის არაერთი მონუმენტური თუ არქიტექტურული პროექტის ავტორი. გამოფენა დღეს გაიხსნა და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.