ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 50 შეტყობინება შევიდა

22 ოქტომბერი 2024, 14:03 281 ნახვა

სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 50 შეტყობინება შევიდა ქობულეთში. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

სტიქიამ ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და საგზაო ინფრასტრუქტურას. სოფელ ლეღვაში მეწყრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი.

მერია კიდევ ერთ, ანანიძეების ოჯახს ქირით გაიყვანს სოფელი წყავროკიდან, მოგვიანებით კი ისინი საცხოვრებელს სოციალურ სახლში მიიღებენ.

მერიის ინფორმაციით, 20 მიმართულებით გაიწმინდა საავტომობილო გზები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში