ჩვენ კარგი კომუნიკაცია გვაქვს მუსლიმ თემთან

12 აპრილი 2017, 00:00 4103 ნახვა

მეჩეთის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძის თქმით მუსლიმ მრევლთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ და ამ თემაზე, თემთან შეხვედრების შემდეგ გააკეთებს განცხადებას.

"მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და როგორც ვიცი, პროექტი შეტანილი აქვს მუსლიმ მრევლს მერიაში. ჩვენ კარგი კომუნიკაცია გვაქვს მათთან, გვაქვს წინადადებები და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. უახლოეს დღეებში გავაკეთებთ განცხადებას"- განაცხადა პატარაძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი