მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი დათვალა

21 ოქტომბერი 2024, 10:41 276 ნახვა
 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა. მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.51 პროცენტმა.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,03 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97 პროცენტი წინააღმდეგია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი