წინასაარჩევნო გარემო – ურთიერთბრალდებები

19 ოქტომბერი 2024, 14:57 233 ნახვა

ერთ კვირაში არჩევნებია - პოლიტიკურ სპექტრში კი წინასაარჩევნო გარემოზე ურთიერთბრალდებები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "ოცნება" ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ, პირადობის მოწმობებს უკანონოდ, საარჩევნო მანიპულაციისთვის აგროვებს.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ოპონენტები ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე სქემას იყენებენ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი