დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება. დოკუმენტი ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” იმუშავა.
დეკანოზი სარჩელით ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ასაჩივრებს, რომლითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.