სოფლის ავტობუსი გამგეობის შენობის ეზოში

12 აპრილი 2017, 00:00 4387 ნახვა

ავტობუსი, რომელიც დღეს ხელვაჩაურის გამგეობის ეზოში დგას, მაჭახელას ხეობაში ყოველდღიურად რეისებს უნდა ასრულებდეს,  ეს ერთადერთი მუნიციპალური ტრანსპორტია, რომელიც ამ ხეობაში დადის და 1200 კომლს ემსახურება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ მაღალი გამავლობის ავტობუსი ხელვაჩაურის გამგეობის შენობის ეზოში მეორე თვეა დგას და მოსახლეობის ინტერესები გამგეობის მხრიდან უგულებელყოფილია. მიშა ბოლქვაძე გამგებელს სატრანსპორტო ხაზის აღდგენისკენ მოუწოდებს.

ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე კი ამტკიცებს, რომ მიშა ბოლქვაძე ცრუობს, რადგან მისი მტკიცებით მუნიციპალური ავტობუსი ერთი დღეა რაც გაჩერდა გამგეობის შენობის ეზოში. ამის მიზეზი კი მძღოლის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტაა. შემოსავლების ნაკლებობის გამო, მაჭახელას რეისზე დასაქმებულმა მძღოლმა უარი თქვა რეისების შესრულებაზე. 
გამგეობაში ამბობენ, რომ ავტობუსის მძღოლი, რომელმაც ხელშეკრულების დაარღვია 400ლარი დაჯარიმდება.

ავტობუსი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობის ეზოშია ​ მოსახლეობის მოთხოვნით 2012 წელს, 75 ათას ლარად მუნიციპალიტეტმა შეიძინა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი