ორბელიანების სასახლეში მექა ხანგოშვილის წიგნის „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც წიგნს საფუძვლად უდევს.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, ასევე საქართველოში კავკასიელ ხალხთა ლინგვისტური მრავალფეროვნების კვლევისათვის, რამდენიმე ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა.