2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მილიარდი ლარი ჩაიდება - შალვა პაპუაშვილი

17 ოქტომბერი 2024, 11:53 225 ნახვა
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება.

„2028 წელს მივაღწევთ: აგრობიზნესის გამოშვებას – 24 000 000 000 ლარი; სოფლის მეურნეობის ექსპორტს – 2 300 000 000 ლარი;

ბოლო 12 წლის განმავლობაში: აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა – 7,6 მლრდ ლარიდან 16,6 მლრდ ლარამდე; სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდა – 511 მლნ ლარიდან 1,44 მლრდ ლარამდე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში