გიორგი გახარიას პარტია სიის მე-20 ნომერმა დატოვა

16 ოქტომბერი 2024, 20:33 335 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოს სიაში რიგით მეოცე ნომერმა პარტია დატოვა, რევაზ ჯალაღანიამ აღნიშნულთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, გმობს პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს. როგორც მან განმარტა, ასევე ემიჯნება პარტიის ხედვებს. რევაზ ჯალაღანია დღეს მედიასთან არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას აფასებენ პარტიაში „საქართველოსთვის’’. გოჩა გუგუნავას განმარტებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინებისა და გადაბირების პოლიტიკას. რაც შეეხება ჯალაღონიას, პარტიაში აცხადებენ , რომ ის იყო რიგითი აქტივისტი, რომელიც გაიყიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი