თამაზ ხაბაძემ პირველი კომენტარი “მთავართან” გააკეთა. მისი ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. კითხვაზე, ითანამშრომლა თუ არა გამოძიებასთან შპს "ჰიგიენას" ყოფილი დირექტორის ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონის დატაცების საქმეზე, ხაბაძემ არ გვიპასუხა.
თამაზ ხაბაძე წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ის სამსახურს დღეს დატოვებს.