ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

09 ოქტომბერი 2024, 10:05 465 ნახვა

ქობულეთში  მკვლელობა მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა,მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი - 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის სავარაუდოდ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა. მოკლული 65 წლამდე კაცია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი