ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

08 ოქტომბერი 2024, 12:08 295 ნახვა

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში წარადგენს მოხსენებას "დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეებზე საქართველოში".

დღევანდელი განხილვის შემდეგ ხვალ რეზოლუციაზე კენჭისყრაა დაგეგმილი. ამავე სხდომაზე ჯოზეფ ბორელს მოხსენება ექნება მოლდოვაზეც – „მოლდოვის მედეგობის გაძლიერება რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

განხილვა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი