ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 65-ის იუბილე

07 ოქტომბერი 2024, 11:04 360 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ფიტოპათოლოგიისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 65 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაში ქართველი და უცხოელი მკვლევრები და მეცნიერები მონაწილეობენ. ისინი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მცენარეთა დაავადებების, მრავალფეროვნების კვლევა და ამ კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. 

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია გასვლითი ტურები და მიმდინარე პროექტების გაცნობა საველე პირობებში.

დღესვე ფორუმის გახსნის ცერემონიალზე, ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებულების 6 თანამშრომელი დააჯილდოვეს. საქართველოს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას 1959 წლიდან ახორციელებს.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი