ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 26 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს - ისრაელის თავდაცვის ძალები

07 ოქტომბერი 2024, 10:11 255 ნახვა

ისრაელში  ჰამასის ბოევიკების თავდასხმის პირველი წლისთავი აღნიშნეს, რასაც ღაზის სექტორში ომი მოჰყვა. ადგილობრივი დროით 06:29 საათზე ზუსტად იმ დროს, როცა ჰამასის ბოევიკებმა გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაწყების წინ  ისრაელში რაკეტები გაუშვეს,  სირენების ხმა გაისმა.  

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს დაახლოებით  ათას 200 ადამიანი და  250 მძევლად აიყვანეს.  დღეს მძევალთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან  იერუსალიმში. ათასობით ისრაელელი შეიკრიბა ასევე ნოვას მუსიკალური ფესტივალის ადგილზე   ჰამასის თავდასხმის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, რომელმაც 364 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 44 ტყვედ ჩავარდა. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით 26 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. აქედან 13 200 - ღაზის სექტორიდან, 12 400 - ლიბანიდან, 60 -სირიიდან, 180 -იემენიდან, 400 - ირანიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი