შუახევობა 2024

05 ოქტომბერი 2024, 18:30 100 ნახვა

შუახევობა 2024 გრძელდება. დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული გასართობი, სპორტული, საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილია სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული მასალები, ფოტოგამოფენა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტრადიციული კერძები. უკვე დააჯილდოვეს საპატიო შუახეველები, წელს 12 ადგილობრივს ერგო ეს სტატუსი. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული გუნდები, ბენდები მონაწილეობენ. მოწვეულები არიან  მომღერლები. კონცერტს მოგვიანებით დიჯეი გააგრძელებს. სახალხო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში