დეკანოზს სასულიერო პირი მოინახულებს

11 აპრილი 2017, 00:00 2518 ნახვა

ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში სასულიერო პირის,  რევაზ სიხარულიძის მისვლას ელოდებიან. ის  „ციანიდის საქმეზე“ დაკავებულ დეკანოზს მოინახულებს. ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარება სურს. ამასთან, რევაზ სიხარულიძემ განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან აღსარება უნდა ჩაიბაროს. ინფორმაცია რომ დღეს საპყრობილეში  დეკანოზს სასულიერო პირი მოინახულებს, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მამა რევაზს გუშინ ელოდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის ბრალდებულთან ვერ შევიდა. რამდენიმე დღის წინ ორი სასულიერო პირი - რევაზ სიხარულიძე და კახაბერ გოგოტიშვილი დაასახელა დაკავებულმა დეკანოზმა  რომელთა საპყრობილეში შესვლაც მას სურდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი