მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი - მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

03 ოქტომბერი 2024, 13:44 318 ნახვა
 

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

მდინარაძის თქმით, ის მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი.

„ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი