ისრაელის მიმართულებით ირანმა ასზე რაკეტა გაუშვა

01 ოქტომბერი 2024, 22:49 105 ნახვა

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს 

ისრაელის მედიის ცნობით,  ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამასთან, ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს,  ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.

ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.

ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. თელ ავივში რამდენიმე ადგილას რაკეტების ნაწილებისა ან რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ვრცელდება ცნობები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში