მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გონიოს ციხეზე გრძელდება

29 სექტემბერი 2024, 18:35 268 ნახვა

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გონიოს ციხეზე გრძელდება.

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში 40 ქვეყნიდან, 300-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი და მედია ორგანიზაცია იმყოფება.

გადაწყვეტილებას, რომ ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნებოდა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 38-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარალელურად, მიმდინარეობს “ხელვაჩაურის დღეები 2024” აღნიშვნა. ღონისძიება ორ ნაწილად დაიყოფა - პირველი ნაწილში, საპატიო ხელვაჩაურელები: თამაზ კარანაძე, მერაბ ხალვაში, თენგიზ ქოქოლაძე, მურთაზ დევაძე, რუსუდან ჩავლეიშვილი და მერი იაკობაძე დაჯილდოვდებიან.

ასევე, გაიმართება კონცერტი. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგებიან. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი