„იცეკვე ჩემთან ერთად“ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დარიანა სტეკოლშჩიკოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებლებს ბარსელონაში მცხოვრები და მოღვაწე მხატვრის ნამუშევრების ნახვა 5 ოქტომბრამდე შეუძლია. როგორც ხელოვანი ამბობს, მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ესპანელი მხატვრების ოსტატურმა ტექნოლოგიებმა.