დეკანოზმა შიმშილობა შეწყვიტა

10 აპრილი 2017, 00:00 2116 ნახვა

დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ის მამალაძესთან საკანში, რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა. განცხადება ე.წ. მატროსოვის ციხესთან გაკეთდა. "არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის დეკანოზი წყვეტს შიმშილობას" - განაცხადა რამიშვილმა. 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზის სანახავად საპატრიარქოს წარმომადგენლები ციხეში დღეს მივლენ. 

ე.წ. "ციანიდის" საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ერთი კვირაა შიმშილობს.  

დეკანოზი პატრიარქთან შეხვედრას, ასევე, მისი ოჯახის წევრებისთვის სამთავრობო დაცვის მოხსნას იმისთვის ითხოვდა, რომ სასამართლოზე საქმის წარმოება არ დახურულიყო

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი