აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს.
აჭარის მთვარობის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში სოხუმში გაიმართება.