ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

23 სექტემბერი 2024, 18:22 394 ნახვა

უწყვეტი აპლოდისმენტებით დასრულდა სპექტაკლ „ოჯახის“ პრემიერა ,რომლითაც ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 

ფესტივალის ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში  დაგეგმილია საკონკურსო და არასაკონკურსო 14 სპექტაკლის ჩვენება ,ასევე სხვადასახვა ლოკაციაზე მასტერკლასები და სემინარები უნდა გაიმართოს.

ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს 19 საათზე  საზეიმო მსვლელობა მოეწყობა, ბულვარის შესასვლელში ქართული და ფრანგული თეატრების გიგანტური თოჯინები მოაწყობენ დღესასწაულს   შეკრებილი სტუმრებისთვის .

წელს ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და ქართულ დასებთან ერთად 6 უცხოური დასი იქნება  წარმოდგენილი. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 5 წევრიანმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს. სპექტაკლების ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში გაიმართება,სადაც დასწრება უფასო, ადგილები კი შეზღუდულია.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში