უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა

22 სექტემბერი 2024, 15:02 510 ნახვა

აჭარის  უმაღლეს საარჩევნო კომისიაში   სხდომა გაიმართა კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს საკითხს, რომლის თანახმადაც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას, -„მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობა“, „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ და „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო“- უფლება მიეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდნენ.

სამივე, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და ამ ეტაპზე უსკოში მხოლოდ ამ სამი ორგანიზაციის განაცხადია შესული. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს 16 ოქტომბრამდე შეუძლიათ უსკოს რეგისტრაციისთვის მიმართონ. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის კი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 19 ოქტომბერია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი