გახმაურებული საქმის ფიგურანტი დაკავებულია. აყვანილია პირი, რომელსაც 2016 წელს გივი თარგამაძეზე მომხდარი თავდასხმის გამო წლების განმავლობაში ეძებდნენ. გამოძიების ცნობით, დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში შემოსვლას უკანონოდ და მაიდენტიფიცირებელი საბუთების გარეშე ცდილობდა. წითელი ცირკულარით ძებნილი ყოფილი სამართალდამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ბრალდებით დაუსწრებლად იყო გასამართლებული. რვა წლის წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადარჩა, თუმცა დაშავდა შვიდი ადამიანი.