გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი პირი დაკავებულია

20 სექტემბერი 2024, 19:56 227 ნახვა

რა ვითარებაში დააკავეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი?- შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს ასაჯაროვებს.

ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა და იგი საქართველოში თურქეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა.

ხეჩუაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, საკუთარი სახელისა და გვარის  ნაცვლად, სხვა სახელსა და გვარს ასახელებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი