გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი პირი დაკავებულია

20 სექტემბერი 2024, 17:58 219 ნახვა

რა ვითარებაში დააკავეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი?- შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს ასაჯაროვებს.

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, მსჯავრდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა და იგი საქართველოში თურქეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმითვე, ხეჩუაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, საკუთარი სახელისა და გვარის დასახელების ნაცვლად, სხვა სახელსა და გვარს ასახელებდა. გამოძიება გრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი