ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება არ შედგა

20 სექტემბერი 2024, 10:51 173 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ შედგა შეთანხმება პარტიასთან, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! “განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია.

პარტია მადლობას უხდის „ლელოს“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.

გახარიას პარტია იმედს გამოთქვამს, რომ „ლელოსთან“ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ითანამშრომლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი