ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

20 სექტემბერი 2024, 11:08 133 ნახვა

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებული პირებისთვის საღამოს ლექცია-სემინარი გაიმართა.

მომხსენებლებმა პრეზენტაციის სახით გადამფრენი ფრინველების დაკვირვების, 15 წლის განმავლობაში ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მტაცებელი ფრინველების მონიტორინგის, საქართველოს ავიფაუნა და ბერდვოჩინგ ტურიზმის შესახებ ისაუბრეს.

ასევე გაიმართა ახლად გამოცემული წიგნის “საქართველოს აღმოჩენა ბათუმიდან” პრეზენტაცია, რომლის ავტორიც ველური ბუნების მკვლევარი და ბიოლოგი ბრეხტ დე მეულენერია.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი