ცესკო პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

19 სექტემბერი 2024, 10:53 278 ნახვა
 

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

ცესკო-ს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეუძლიათ, 10 სექტემბერს შევიდა ძალაში, რის შემდეგაც ცესკო-მ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სიის წარდგენის გადაწყვეტილება ექვსმა პარტიამ მიიღო“, - ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი