სასცენო კოსტიუმების გამოფენა -დეფილე გაიმართა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში 20 -მდე მოდელმა სხვადასხვა ცნობილი ოპერის სახეები გააცოცხლეს.
მხატვარ -სცენოგრაფის , ნეიკო ნეიძის კოსტუმების ნახვა მუზეუმში 22 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი, სამოსელი დეფილეს შემდეგ მანეკენებზე იქნება გამოფენილი,ასევე წარმოდგენილია საოპერო დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები.