ახალი სასწავლო წელი განახლდა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. წელს მუნიციპალიტეტში 155 პირველკლასელია. 29 სკოლიდან სამ სკოლას პირველკლასელი არ მიუღია.
პირველი მაისისა და კვაშტის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ დაწესებულებებში ტარდება. სააღმზრდელო პროცესი განახლდა ბაღებშიც.
წელს მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესს, პირველად, 100 პატარა შეუერთდება. ქედის 14 საბავშვო ბაღში 470-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.