შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი - მამუკა მდინარაძე

14 სექტემბერი 2024, 18:39 189 ნახვა

შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე, საკუთარი ხელისუფლების, 2012 წლამდე მაქვს საუბარი, ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი. თქვენ იქით შეგიძლიათ მოუყვეთ და ასწავლოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპაციის, ომის, მათი თანმდევი წარუშლელი დაღის და მეორე მხრივ, მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, - ასე მიმართა მოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, გორში, სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქართლის ისტორია არის მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რწმენისთვის და სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორია და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება.

შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების, 2012 წლამდე მაქვს საუბარი, ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი. თქვენ იქით შეგიძლიათ მოუყვეთ და ასწავლოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპაციის, ომის, მათი თანმდევი წარუშლელი დაღის და მეორე მხრივ, მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ.

 

ქართლის ისტორიაც ეს არის. მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რწმენისთვის და სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორია და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება.

 

აგენტურული პარტიები დღეს ლაპარაკობენ ერთ ხმაში და ხშირად მოისმენთ მათგან -უცხოეთიდან შემაშფოთებელი გზავნილები ისმის და ასე შემდეგ. შემაშფოთებელი კი არა გამაფრთხილებელი გზავნილებიც კი არ გვახსოვს, როცა პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდა ბიჭებს. ხალხს ღამე ბიზნესებს აფორმებინებდნენ სხვებზე, არეკეტებდნენ, ტელევიზიებს იტაცებდნენ, ტერიტორიებს რუსეთს აბარებდნენ. მაშინ არათუ შემაშფოთებელი, ელემენტარული გაფრთხილების მიმანიშნებელი გზავნილებიც კი არ გვახსოვს და დღეს პირიქით, თურმე შემაშფოთებელი გზავნილები ისმის. კარგად უნდა დავფიქრდეთ რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რა ინტერესია ასეთი საქართველოს მიმართ. მათ მიერ დანიშნული ოპოზიცია ვერ მოდის თქვენთან, ამ ხალხთან ვერ მოდის, ვერ გელაპარაკებიან. პრაქტიკულად არ ატარებენ ისინი საარჩევნო კამპანიას. სამაგიეროდ ისინი დადიან სხვადასხვა ქვეყნებში ზოგან ღიად, ზოგან ფარულად იმისთვის, რომ უცხოეთიდან რაც შეიძლება მეტი შემაშფოთებელი გზავნილი წამოვიდეს. ქვეყნის გარედან რაც შეიძლება მეტი მაშველი რგოლი გადმოუგდონ წყალწაღებულ ოპოზიციას, რომელსაც მაინც არაფრის შანსი აქვს იმიტომ, რომ ქართველებმა კარგად გავაანალიზეთ წარსულიც, აწმყოც და ქართველი ხალხი ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იქნება ის, ვინც თავის ბედს თვითონვე განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ამ ქვეყნის ნათელ მომავალს, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ისევე როგორც ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყავით, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში ომის რისკი დასულიყო ნულამდე. ისევე როგორც დავიცავით ჩვენი ქვეყნის ღირსება და საქართველო შედგა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მომავალში ასე გაგრძელდება. მომავალში ჩვენ უნდა განვამტკიცოთ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხი. ისევე როგორც უკანასკნელ წლებში ჩვენ შევძელით პირველ ადგილზე ვყოფილიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რაც იმის გარანტია და უტყუარი დასტურია, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ამ გზით მიიღწევა. ამიტომ, მხოლოდ შვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი სლოგანიც, დევიზიც და ის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი