მასწავლებლის ეროვნული პრემიით აჭარიდან ორი პედაგოგი დააჯილდოვეს

13 სექტემბერი 2024, 23:25 220 ნახვა

თბილისის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი იქნა ათი საუკეტესო პედაგოგი. მათ შორის არიან ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი, ნანი კირკიტაძე და ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანა ანუშიძე. 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო. კონკურსში საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. ამათგან შეირჩა ათი პედაგოგი, რომლებსაც საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში