ომი ახლო აღმოსავლეთში

13 სექტემბერი 2024, 13:10 201 ნახვა

ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქ საფედის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს. უწყების ცნობით, მათი უმეტესობა მოიგერიეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „ჰეზოლამ“. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. თავის მხრივ, ისრაელის ძალებმა დატოვეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც ტულკარმში მდებარეობს. დაზიანებულია შენობები და ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე ჯენინსა და ტუბასში, ცახალი სპეც ოპერაციას წარმართავდა, დროსაც პალესტინელ და ისრაელელ ჯარისკაცთა შორის მძიმე შეტაკებები დაფიქსირდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი