ბათუმში დაუნის სინდრომის ასოციაციის პირველი ოფისი გაიხსნა 

12 სექტემბერი 2024, 10:05 427 ნახვა

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის პირველი ოფისი გაიხსნა ბათუმში. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ.

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაა - დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრების, დასაქმების, განათლების ხელშეწყობა და ოჯახების მხარდაჭერა.

ასევე რეგიონში ასოციაცია ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ახალ პროექტს იწყებს.

პროექტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი