საქართველოს მოქალაქე დაკითხვაზე იმყოფება

08 აპრილი 2017, 00:00 2983 ნახვა

სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაზარალებულს ამ წუთებში თურქი სამართალდამცავები კითხავენ. ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხებიც, დაზარალებული როინ ლეონიძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ამოღებული ვიდეო კადრებიდან საქართველოს მოქალაქის ბრალეულობა არ იკვეთება. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დაზარალებულს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ.

შემთხვევა სარფის საბაჟოზე გუშინ დილით მოხდა. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებდნენ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი