საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს. ცესკოში გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ საუბარია იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე.
გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის''[ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ცესკოს თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.
ცესკო მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით.