„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია 

08 სექტემბერი 2024, 20:05 330 ნახვა

''ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ომში არა უბედურებას, არამედ, შესაძლებლობას ხედავს - ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო მეორე ფრონტად აქციოს.

როგორც მან აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესწავლება, რა არის ომი და რა უბედურება ახლავს თან მას.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე. მანვე განმარტა, რომ განსაკუთრებული დაცვა სჭირდება როგორც მშვიდობას, ისე დამოუკიდებლობას.

პრემიერ-მინისტრის თქმით კი  26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები, არამედ ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი