საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა

07 სექტემბერი 2024, 14:09 346 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა, რომელთა გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი პირადად იმყოფებოდა კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში და ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

 

სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

 

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი