ვულოცავ აზერბაიჯანს არჩევნების წარმატებით ჩატარებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას - პაპუაშვილი

03 სექტემბერი 2024, 11:51 80 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. მილი მეჯლისმა მოიპოვა აზერბაიჯანელი ხალხის დემოკრატიული მანდატი, რათა განაგრძოს ძლიერი და ერთიანი აზერბაიჯანის მშენებლობა. მოუთმენლად ველი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი