100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარაზე მასალები გამოაქვეყნა - ტურიზმის დეპარტამენტი

02 სექტემბერი 2024, 14:53 327 ნახვა
 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები  მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარული  კერძები დააგემოვნეს - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეში მილიონობით წვდომა ჰქონდა.

ტურიზმის დეპარტამენტში ასევე განმარტავენ, რომ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, 30-ზე მეტი მედიატურის ფარგლებში 100-მდე უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. გარდა მედიატურებისა, აჭარის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით 24-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი