31 აგვისტოს 23:00 საათიდან 1 სექტემბრის 06:00 საათამდე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.