პრემიერი OECS- ის წევრ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

30 აგვისტო 2024, 19:57 276 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის  წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი